მდინარე დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან განგაშის სიგნალის მიღების გამო, დარიალის ხეობაში ევაკუირებულია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომელი, რომლებიც გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებულები. სოფელ გველეთთან საავტომობილო გზა გადაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასიგნალო შეტყობინება 08:36 საათზე მიიღეს. საზომი დეტექტორი ცვლილებას აფიქსირებს დევდორაკის კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში.
„ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები“, - განაცხადეს შსს-ში.
შვეიცარიულმა კომპანიამ ყაზბეგში 2015 წელს დაამონტაჟა და თვითონვე მართავს განგაშის სისტემას. ამას წინ უძღოდა ერთი წლით ადრე, მყინვარ დევდორაკიდან მთის მასის მოწყვეტა. ღვარცოფმა 2014 წლის 17 მაისს 5 ადამიანი მოკლა. სტიქია იმავე წლის აგვისტოში ისევ განმეორდა და „დარიალიჰესის“ გვირაბში მყოფი 2 მუშა დაიღუპა, დაანგრია საავტომობილო გზა, გაზსადენი, დაზიანდა საბაჟო პუნქტი და სხვა ნაგებობები.
შვეიცარიელი ექსპერტების შეფასებით, ყაზბეგში კვლავ არის მოსალოდნელი უზარმაზარი ღვარცოფი.
ამიტომაც, ე.წ. RAMMS-ის მოდელირებით, დათვლილია დრო და ვიცით, რომ 5 წუთი გვაქვს განგაშის სისტემის მიერ საფრთხის გამოვლენიდან, საქართველო-რუსეთის გზის კრიტიკულ მონაკვეთზე ადამიანების ევაკუაციისთვის.
მსგავს თემაზე - რას მალავს ხელისუფლება შოვის ტრაგედიაზე საბოლოო დასკვნაში
გარემოს ეროვნული სააგენტო, „მთის ამბებს“, სასამართლო დავის დაწყების მიუხედავად, დღემდე არ აძლევს საჯარო ინფორმაციას, რა თანხები გამოიყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ქვეყანაში ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემები რომ გვქონოდა.
განახლება - 14:03 სთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია. მუშაობა განაახლა სასაზღვრო გამშვებმა პუნქტმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია.
