პროკურატურამ ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერებზე წარწერების გაკეთების გამო ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სასჯელის სახით 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა პროკურატურა ელენე ხოშტარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ და პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერებზე „რუსული ოცნების“ და „რუსის“ დაწერის გამო გუშინ, 15 სექტემბერს, დააკავა.
ერთი დღით ადრე პოლიტიკოსმა Facebook-ის პირად გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წერს მელიქიშვილის გამზირზე, კლაძის საარჩევნო შტაბთან გაკრულ ბანერზე „რუსულ ოცნებას“. მოგვიანებით მან ერთ-ერთი ბანერის ფოტოც გამოაქვეყნა სათაურით „სოლიდარობა მეგის!“.
მანამდე, კალაძის ბანერების დაზიანერბის ბრალდებით 23 წლის სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი მეგი დიასამიძე დააკავეს. სასამართლომ ის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
