ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ პროკურატურა „ყალბი გამოძიების“ ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატების წაღებას ცდილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.
ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია.
როგორც თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივდ მძევლად აჰყავს როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი“, - განაცხადეს ექსპრემიერის პარტიაში.
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მოიპოვეს 1-ელი ნოემბრით დათარიღებული წერილი, რომლითაც გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს მიმართავს, სასამართლოდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განჩინების მიღებამდე, უზრუნველყოს „ვერიფიკაციის აპარატებში არსებული ინფორმაციის, მათ შორის, არჩევნებზე ხმის მისაცემად გამოცხადებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის სათანადო შენახვა და დაცულობა“.
29 ოქტომბრიდან სწორედ ამ ინფორმაციის გადაცემას ითხოვდა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“. როგორც პარტიაში აცხადებენ, მონაცემების გასაჯაროებას, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ცესკოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი ავალდებულებდა. „ამის ნაცვლად, ცესკო თითქმის 10 დღეა ინფორმაციას მალავს, არ ასახელებს შენახვის ვადას და პროკურატურასთან ერთად ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურებას“, - თქვეს დღეს პარტიაში.
პროკურატურაში არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება 30 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.
