პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული ხელშეკრულების გადაცემას ითხოვს. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტია ცესკოს მიმართავს, ამომრჩეველს მისცეს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მისულთა სიაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
„ცესკომ, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებოდეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოჰყავდეს, კიდევ ერთხელ მოაწყო პროვოკაცია, გამოვარდნენ და პრევენციულად რაღაც განცხადება გააკეთეს, რომელიც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს ჩვენ ცესკოსგან მოვითხოვეთ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გადმოცემა და ყველა ის ცვლილებები, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი, რათა ეს გახდეს საჯარო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა,
დღეს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თოთოეულ ამომრჩეველს, ინდივიდუალურად შეეძლება გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები: მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა.
დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს რაღაცნაირად პირად მონაცემებს ან კანონს არღვევს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ცესკოს, რომ არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას. საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ცესკოს ვებგვერდზე უკვე არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს, რომელ უბანზეა რეგისტრირბეული. „ჩვენ ვითხოვთ ამ ინფორმაციას დაემატოს ის რეკვიზიატები, რომელიც ჩამოვთვალე - მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში, რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა და რომელ საათზე მისცა ხმა. ყველა ეს ინფორმაცია ცესკოს განკარგულებაშია“, - აღნიშნა გახარიამ და განმარტა, თუ რატომ ითხოვენ „სმარტმატიკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას: „ეს ინფორმაცია დღეს არსებობს. ჩვენ არ ვიცით, როგორ არის გაფორმებული „სმარტმატიკთან“ კონტრაქტი და როდემდე შეინახება ეს ინფორმაცია, რადგან შესაძლოა ერთ კვირაში, 10 დღეში ან ერთ თვეში ის ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. […] ნება იბოძონ და კონტრაქტი გაასაჯაროონ, ყველა ცვლილებით და რაც შეიძლება სწრაფად“.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამაც“ მიმართა, მყისიერად მოახდინოს თავისი ვებგვერდის მოდერნიზაცია და შეიქმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბაზა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების სიაში საკუთარი თავის გადამოწმება შეძლონ.
ცესკომ ოპოზიციური პარტიების ამ მოთხოვნას უარით უპასუხა. როგორც უწყების პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა „ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას“.
