მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. პარტიაში „საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ მომხდარი „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ“, - ნათქვამი იყო პარტიის მიერ დღეს, 17 თებერვალს, დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ინციდენტის ამსახველ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში, მათ შორის, სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხ „პოს ტვ-ის“ მიერ გავრცელდა, გიორგი გახარიას მისამართით ისმის: „ფულები ჩაგირიცხეს?“, „რა დავალებები მიიღეთ?“, „USAID აღარ გაფინანსებთ და გადაწყვიტეთ ევროპას ემათხოვროთ?“, „გამყიდველო“ და გინება.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ მომხდარი მიუნხენის კონფერენციაში გიორგი გახარიას მონაწილეობას უკავშირდება.
„ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული“, - განაცხადეს პარტიაში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები წელს არ მიუწვევიათ.
საქართველოდან ღონისძიებას მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ექსპრემიერი გიორგი გახარია ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში გახარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნ ალან ბერსეს და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
ერთი თვის წინ, 15 თებერვალს, გიორგი გახარიას არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და კიდევ რამდეინმე ადამიანი დაესხა თავს. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღძრა, თუმცა დღემდე არავინ არის პასუხისგებაში მიცემული. გახარიას განცხადებით, ეს იყო პოლიტიკური შურისძიება, რომლის ავტორი და დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.
