პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომელი პარტიების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, მმართველი პარტიის სამიზნეა „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 3 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
„რეალურად, სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედის დამატებით რამდენიმე პარტია, ერთად გამოდიან ამ არჩევნებში, ასევე თქვენ იცით, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება „ახალი“, „გირჩი“, „დროა“. ყველა ამ პოლიტიკოსს, ლიდერს, აქვს წარსული პირდაპირ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი აწმყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“.
ასევე, არის ასეთი გაერთიანება „ლელო“, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში და ესეც უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი. პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან ერთად, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები იყვნენ ჩართული ბიზნესის რეკეტში, რაზეც ასეწვე უნდა აღსრულდეს სამართალი. [...]
გახარია, რომელსაც აქვს შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ 4 მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ინსტანციები“, - თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვაზე: „შესაძლოა, პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, საჩივარი შეიძლება მოვამზადოთ, შეიძლება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას“.
ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ, ლოგიკური იქნება, პარლამენტში არჩეული მათი წარმომადგენლებისთვის დეპუტატის მანდატების გაუქმებაც.
„მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მანდატების გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე ეს იქნებოდა ლოგიკური“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლისთავზე „ქართული ოცნების“ მთავარი საარჩევნო დაპირება ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.
