ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს კონსტიტუციის ღალატი უწოდა ევროინტეგრაციის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს კონსტიტუციის ღალატია. ჩვენ ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც იყენებენ პროტესტის თავისუფლებას და ვაჩერებთ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას“, - წერს მეთიუ მილერი პლატფორმა X-ზე.
მანამდე, მილერის ვრცელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვყენდა. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების მიზეზად „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებია დასახელებული.
აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა, როგორც არასდროს, ნათელია, „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - რუსეთისკენ მიდის.
„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია“, - ამბობს პრეზიდენტი.
სოციალურ ქსელ Facebook-ში „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, მამუკა მდინარაძე წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მუხტის მომატებაში „ეხმარება“. მისივე თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღება დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწო.
„რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები? გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს?“, - კითხულობს მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა გაიმეორა მანამდე არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს, დეკემბერში საქართველოში ძალადობა მზადდებოდა და ამაში, ფაქტობრივად, აშშ დაადანაშაულა. „მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში“, - წერს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე, უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
