კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ვარკეთილში მათი ოფისი დაარბიეს და მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. მათი ინფორმაციით, ოთახში ფანჯრიდან წითელი საღებავით სავსე ბოთლი შეაგდეს. შემთხვევა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„მე მგონი, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ვისი ხელწერაა, ყველა კარგად ვცნობთ - რუსი ოლიგარქი ივანიშვილის, „ქართული ოცნების“... ზუსტად ასეთი მეთოდებით ებრძოდა პუტინი ოპოზიციას. ბიძინა ივანიშვილი, როგორც რიგითი მოსწავლე პუტინის და რუსეთის, პირნათლად ასრულებს დავალებას, რომ ამ ქვეყანაში გაანადგუროს, ებრძოლოს პროდასავლურ ოპოზიციას, მაგრამ ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი, 13 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე. არავის ეშინია... ცდილობენ ამ იაფასიანი მეთოდებით - ოფისების დარბევით, შუშების ჩამტვრევით და საღებავების შესხმით, დაგვაშინონ“, - თქვა ირაკლი ნადირაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა.
მომხდარს გამოეხმაურნენ კოალიციის ლიდერებიც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ოფისის დარბევა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, სოზარ სუბარის დავალებით მოხდა. სოზარ სუბარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაშია.
„სამგორის რაიონში ის არის მთავარი კრიმინალი, რომელიც ასეთ დავალებებს იძლევა. თქვენ შეგიძლიათ, ჰკითხოთ სოზარ სუბარს, როგორ მოხდა ეს კრიმინალური ფაქტი, რადგან მისი ხელქვეითები დაბალ დონეზე თავს იმართლებენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა 2000-კაციანი შეხვედრა ისან-სამგორის მოსახლეობასთან, გუშინაც ძალიან დიდი შეხვედრა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და აქედან გამომდინარე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, ყველა ოჯახში მივალთ, ყველა მოქალაქესთან მივალთ და ვეტყვით, რომ ეს ქვასროლია არანორმალური ხალხი უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში. სოზარ სუბარი არის ფაქტობრივად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მიმდინარე წლის ივნისში შეიარაღებულმა პირებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიც დაარბიეს, თუმცა, ამ ფაქტზე დღემდე არავინაა პასუხისგებაში მიცემული.
