უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „რაც შეიძლება მალე“ შეხვედრას სურს, რათა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პირობებზე შეთანხმებას მიაღწიოს. ამის შესახებ გამოცემა Axios-ს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა, ანდრი ერმაკმა განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 არასამთავრობოები: ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე დავა ანტიკონსტიტუციურია
- 6 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
შეხვედრის შესაძლო თარიღად განიხილება მადლიერების დღე, რომელიც წელს შეერთებულ შტატებში 27 ნოემბერს აღინიშნება.
„ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგება, რადგან ეს პრეზიდენტ ტრამპს დაეხმარება გააგრძელოს თავისი ისტორიული მისია ომის დასრულების მიმართულებით“, - განაცხადა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ზელენსკის შეხვედრის დროს ტერიტორიული საკითხების განხილვა სურს. ერმაკის თქმით, „სამშვიდობო გეგმის“ ამჟამინდელი ვერსია შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და არანაირად არ ეწინააღმდეგება მის წითელ ხაზებს, გარდა გარკვეული საკითხებისა, როგორიცაა ტერიტორიული საკითხები.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი, Axios-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მადა უკრაინამ ამ ან მომავალ კვირაში პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს. თუმცა, მისი თქმით, მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი. ტრამპი, სავარაუდოდ, მადლიერების დღეს ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აღნიშნავს. ის ვაშინგტონიდან გამგზავრებას 25 ნოემბრის საღამოს გეგმავს და 30 ნოემბრამდე მარ-ა-ლაგოში დარჩება. ერმაკის თქმით, სადღესასწაულო დღეებში შეხვედრის გამართვას დამატებითი სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
დასავლური მედიის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ მოელოდა, რომ ზელენსკი ტრამპის 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმას“ ხელს მადლიერების დღემდე მოაწერდა. 23 ნოემბერს ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, დოკუმენტის ტექსტი შესწორდა, თუმცა, დეტალები ჯერ უცნობი რჩება. Axios-სთან ინტერვიუში ანდრი ერმაკმა თავდაპირველ გეგმას უკრაინისთვის მიუღებელი უწოდა.
„მე გთავაზობთ, დავივიწყოთ 28 პუნქტი. ცხოვრება იმდენად სწრაფად იცვლება, ვფიქრობ, რომ ის ახლა წარსულს ჩაბარდა. შესანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორები გვიჭერენ მხარს, გვისმენენ და მუშაობენ გეგმაზე, რომელიც უკრაინისთვის მისაღები იქნება“, - თქვა ერმაკმა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევის მიმართულებით „უზარმაზარ პროგრესს“ მიაღწია, თუმცა „არსებობს რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც უნდა მოგვარდეს“.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გამოცემა Axios-მა გაავრელა. რომ დოკუმენტი უკრაინას აიძულებდა, რუსეთისთვის დაეთმო დონბასი, ითვალისწინებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და უკრაინის მიერ ნატოში წევრობაზე უარის თქმას.
