საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის წინ, დორტმუნდის ცენტრში გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა და ქალაქის პარკში თამაშის საყურებლად მოწყობილი სივრცე ქარიშხლის საფრთხის გამო დაიხურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
როგორც Associated Press-ი წერს, გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ შუადღიდან, დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ძლიერი ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი. ქალაქის ხელისუფლება შინ დარჩენისკენ მოუწოდებს მაყურებლებს, ვისაც სტადიონის ბილეთები არ აქვთ.
საგულშემატკივრო ზონების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს „ევრო 2024“-ის მასპინძელ სხვა ქალაქებშიც - კიოლნში, დუსელდორფსა და გელზენკირხენში.
თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე [20:00 საათი თბილისის დროით] დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. საქართველო- ჩეხეთის მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება, ხოლო საქართველო-პორტუგალიის - 26 ივნისს, გელზენკირხენში.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ 26 მარტს გაიმართა, საქართველომ საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.
