უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, რადგან ქვეყნის „პრორუსული მთავრობის“ არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში რუსეთის ფედერაციამ გაიმარჯვა. მათ წაიღეს ქვეყნის ნაწილი, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობა, პრორუსული პოზიციებია. არანაირი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, ბევრი რუსი საქართველოში.
მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანია არ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მათ პოზიცია შეცვალეს. რუსეთმა დღეს გაიმარჯვა. საქართველოს თავისუფლება წაართვეს.
ჩვენ უფრო მეტი ვართ. სწორედ ამაშია განსხვავება ჩვენსა და საქართველოს შორის - ჩვენ უფრო დიდი მოსახლეობა გვყავს, უფრო მეტი მამაკაცი გვყავს, რომლებსაც არ სურდათ რუსები ყოფილიყვნენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოლდოვაში შექმნილი ვითარების კომენტირებისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი „იგივე მიმართულებით მოძრაობს“.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვოლოდიმირ ზელენსკის ამ განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებიან.
საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევენ, რომ ეს შედეგი „ტოტალურად გაყალბებულია“. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, საქართველოში „რუსული სპეცოპერაცია“ ჩატარდა და „ვერაფერი გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს“.
