ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთთან შეერთება იგეგმება. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემის საფუძველი განხილვას არ ექვემდებარება“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს მართავს.
„პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოსკოვში სამუშაო ვიზიტის და მისი მიზნების შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს დროულად ეცნობათ. თუმცა, სხვადასხვა პერიოდული გამოცემებისა და პუბლიკაციებში დაიწყო არარეალური ცნობების გავრცელება ვიზიტის დროს აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ. სამწუხაროდ, ამ მესიჯების გავრცელება დაიწყო ზოგიერთმა მოქალაქემ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ აფხაზეთშიც.
აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შელახვაში.
აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს (ისტორიულად დადასტურებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით), კონსტიტუციური სისტემის საფუძველი კანონით არის გათვალისწინებული და განხილვას არ ექვემდებარება. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონებისა და კონსტიტუციის მკაცრი დაცვით, რომლის გარანტიაც ის არის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბჟანია მოსკოვში 7-10 დღე დარჩება. როგორც კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განრიგში ბჟანიასთან შეხვედრა არ შედის.
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.
