რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოუწოდებს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
სოხუმში ამჯერად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, უწყება კოორდინაციაშია „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ (ICAO), რათა ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები არ დაუშვას.
„აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობის შესახებ ქართველი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი განცხადებების, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების ფონზე, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს მოუწევს ბოდიში მოუხადოს ოსურ მხარეს 2008 წლის გამო და დასაჯოს ყოფილი მმართველი პარტია“, აფხაზეთის რესპუბლიკა ელოდა ამიერკავკასიაში შექმნილი რეალიების აღიარებაზე დაფუძნებული პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას“, - განაცხადეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თუმცა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ურთიერთობების დარეგულირებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შაბლონური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და რეალობისგან მოწვეტილი განცხადებების გაკეთებას, რაც მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის.
„საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგი გამოხდომები წარმოადგენს იმ პროცესების შეფერხების მცდელობას, რომლებიც შეუქცევადი ხასიათისაა“, - აღნიშნავენ ე.წ. სამინისტროში.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება 1-ელი მაისიდან იგეგმება. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის ე.წ. საერთაშორისო აეროპორტში სატესტო ფრენა 7 თებერვალს შესრულდა. „ქართულმა ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო აეროპორტის ამოქმედებას მარტის დასაწყისში გამოეხმაურა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 63-ე რაუნდის ფარგლებში „შეშფოთება გამოხატა“.
14 მარტს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამოცემა BMG-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებაა უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ფრენას შეასრულებს, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციას დაარღვევს.
