პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილედ მისი დისშვილის, ნათია ჯულაყიძის დანიშვნაში ნეპოტიზმს ვერ ხედავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ნეპოტიზმი არის, როცა აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს, მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადღაც თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია.
რა ვქნა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია? ჩემი დისშვილი რომ არის და პროფესიონალი თუ არის, ამიტომ არ უნდა ჰქონდეს გასაქანი ამ ცხოვრებაში?
არა, არ ვგრძონ უხერხულობას. ეს მისი გადაწყვეტილებაა, ჩემი გადაწყვეტილება არ არის. მე ვუთხარი, რომ არ მინდა პარტიიდან წახვიდე მეთქი, ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა, ძალიან შრომისმოყვარეა და დაუზარელი, მე არ მინდოდა, წასულიყო, მაგრამ ლევანმა შესთავაზა და ვუთხარი, თქვენი, განსაკუთრებით შენი გადასაწყვეტია მეთქი. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილი რომ არის, ამიტომ უხერხულად რატომ უნდა ვრგძნობდე თავს?!“- განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ახალმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავის ერთ-ერთ მოადგილედ ნათია ჯულაყიძე 3 აპრილს წარადგინა. იოსელიანმა და ელისაშვილმა 2020 წელს პარტია „მოქალაქეები“ ერთად დააფუძნეს და ამ პარტიიდან გახდნენ პარლამენტის წევრებიც. 2021 წლიდან, ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერად ლევან იოსელიანის არჩევის შემდეგ, ჯულაყიძე იოსელიანის აპარატში უფროს სპეციალისტად მუშაობდა.
ჯულაყიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის მოადგილედ დანიშვნა არანაირ უხერხულობას არ უქმნის და არც ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
ჯულაყიძეს სამუშაო გამოცდილება მხოლოდ ელისაშვილისა და იოსელიანის მიერ, პარტიამდე დაფუძნებულ სამოქალაქო მოძრაობაში აქვს, ჯერ პროექტის ოფიცრად, ხოლო შემდეგ აღმასრულებელ დირექტორად.
