საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ერთ-ერთ მოადგილედ ნათია ჯულაყიძე დანიშნა, რომელიც პარლამენტის წევრის ალეკო ელისაშვილის დისშვილია. ელისაშვილმა და იოსელიანმა 2020 წელს პარტია „მოქალაქეები“ ერთად დააფუძნეს და ამ პარტიიდან გახდნენ პარლამენტის წევრებიც. 2021 წელს, ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერად ლევან იოსელიანის არჩევის შემდეგ, ჯულაყიძე იოსელიანის აპარატში უფროს სპეციალისტად დაინიშნა, სადაც დღემდე მუშაობდა. ჯულაყიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის მოადგილედ დანიშვნა არანაირ უხერხულობას არ უქმნის და არც ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
ჯულაყიძეს სამუშაო გამოცდილება მხოლოდ ელისაშვილისა და იოსელიანის მიერ, პარტიამდე დაფუძნებულ სამოქალაქო მოძრაობაში აქვს, ჯერ პროექტის ოფიცრად, ხოლო შემდეგ აღმასრულებელ დირექტორად.
„სახალხო დამცველი არის ლევან იოსელიანი და არა ალეკო ელისაშვილი. ამიტომ, ინტერესთა კონფლიქტი არ არის. ლევანთან ერთად მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს და არანაირი უხერხულობას არ მიქმნის, რომ სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა შემომთავაზა და დავთანხმდი“, - აღნიშნავს ნათია ჯულაყიძე. ის სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, გენდერის, თანასწორობის დეპარტამენტებს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამმართველოების საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.
სახალხო დამცველმა დღეს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ელენე ღუდუშაური წარადგინა. ღუდუშაური 2021-2023 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2015–2021 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამდივნოს უფროს სპეციალისტად; 2012–2015 წლებში იურიდიული კომპანია „K&K Consuting“-ის იურისტი იყო.
ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.
სახალხო დამცველს სულ სამი მოადგილე ჰყავს. გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ თანამდებობები 31 მარტს დატოვეს, ბურჯანაძემ პირადი განცხადებით, სხილაძეს ოფიციალურად განცხადება არ დაუწერია.
„მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება. ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის ავტორებმა, არაო“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა პარლამენტმა მისი კანდიდატურა ჩააგდო სხვებთან ერთად. 7 მარტს კი, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი „უცხოეთის გავლენის აგენტების გამჭვირვალობის“ შესახებ, ყოველგვარი საჯარო განხილვისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე, სახალხო დამცველად, 6 წლით, ლევან იოსელიანი აირჩიეს. „ოცნების“ წევრებთან ერთად, იოსელიანისკანდიდატურას მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამ, ასევე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
„საქართველოს ამბებისთვის“ ცნობილი იყო, რომ სახალხო დამცველის პირველი მოადგილის და აპარატის უფროსის თანამდებობას შეინარჩუნებდა თამარ გვარამაძე, რაც დღევანდელ ბრიფინგზე ლევან იოსელიანმა დაადასტურა.
