ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ამბობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 34 საათის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული, რის შემდეგაც უკან, ჩეხეთში გააბრუნეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„თბილისის აეროპორტში გარე სამყაროსთან თითქმის ყოველგვარი კავშირის გარეშე 34-საათიანი უკანონო დაკავების შემდეგ, ახლა უსაფრთხოდ ვარ ვარშავის აეროპორტში. დამწუხრებული ვარ საქართველოს დატოვების გამო. ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. პრაღაში გავემგზავრები იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში სხვების დახმარებით შევძლებ საქართველოში დაბრუნებას“, - წერს ჟურნალისტი.
რეი ბეისლიმ 22 ოქტომბერს, საღამოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპოტში მესაზღვრეებმა „დასაბუთების და დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე“ უარი უთხრეს საქართველოში შემოშვებაზე. მან გამოაქვეყნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, სადაც უარის საფუძვლად მითითებული იყო სტანდარტული გრაფა - „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. ჟურნალისტს ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები ჰქონდა ჩამორთმეული. 22 ოქტომბრის საღამოდან მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
რეი ბეისლი ფრილანსერი ჟურნალისტია. ის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად ჩამოდიოდა. Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ბესლი თბილისში მიმდინარე წლის მაისშიც იმყოფებოდა, როდესაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციები მიმდინარეობდა.
