ჩეხეთის მთავრობამ, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის, კერძოდ კი - გასული წლის საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის გამო სანქციები დააწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) და მისი მოადგილის, მირზა კეზევაძის, ასევე, საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის წინააღმდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
შსს-ს მაღალჩინოსნების დასანქცირების შესახებ ჩეხეთის მთავრობას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ მიმართა.
„ჩემი წინადადებით მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა. მიზეზი - მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე. ჩვენ არ გვინდა ისინი ჩეხეთში“, - განაცხადა ლიპავსკიმ.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩეხეთმა სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დააწესა. „ამით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს უსაფრთხოებას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. აქამდე ჩეხეთს სანქცირებული ჰყავდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდამჭერები, მათ შორის, რუსეთის ეკლესიის პატრიარქი კირილე (ვლადიმირ გუნდიაევი).
ჩეხური მედიის ინფორმაციით, სანქციების სიაში ჩართვა ნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლისა და ბინადრობის, აგრეთვე, ჩეხეთის ორგანიზაციების მეშვეობით ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის აკრძალვას და ქვეყანაში ნებისმიერი აქტივის გაყინვას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ბალტიის ქვეყნებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაასანცირეს. სანქციების პასუხად, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ ღირსების ორდენზე წარადგენს და სახელმწიფო აუნაზღაურებს „ფინანსურ დანაკლისს“, რომელიც შესაძლოა სანქციების შედეგად წარმოექმნათ.
