ჩეხეთის მთავრობამ, საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის მიმართვის საფუძველზე, „ქართული რეჟიმის ხუთ წარმომადგენელს“ - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სამ მოსამართლესა და პროკურორს - სანქციები დაუწესა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
უფრო ზუსტად, ჩეხეთის მიერ დასანქცირდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია, კობა ჩაგუნავა და პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
„ისინი პასუხისმგებელნი არიან 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს“, - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სექტემბერში, ჩეხეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. უფრო ადრე - იანვარში, ჩეხეთმა „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა, მათ შორის იყვენენ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე, მირზა კეზევაძე, ასევე, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.
ხარაზიშვილმა და კეზევაძემ, რომლებიც აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერაც არიან სანქციადადებულები, თანამდებობები დატოვეს, სირაძე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გადაიყვანეს.
ჩეხეთის სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა და ჩეხური კომპანიების გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება. სანქციები გულისხმობს ჩეხეთში ფინანსური აქტივების გაყინვასაც.
