სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს 23 წლის აიშათ ბაიმურადოვა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, უფლებადამცველი ორგანიზაციის დახმარებით, ჩეჩნეთიდან გაიქცა. არსებული ინფორმაციით, ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. გარემოებები დგინდება. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება“, - განაცხადეს სომხეთის პოლიციაში.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი ერევანში, დემირჩიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში იპოვეს. CivilNet-ის ცნობით, პოლიცია მას 17 ოქტომბრიდან ეძებდა, თუმცა მეგობრებმა განგაში 15 ოქტომბერს ატეხეს - მათი თქმით, აიშათ ბაიმურადოვა „ინსტაგრამის მეგობართან“ შესახვედრად წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

წყარომ CivilNet-ს უთხრა, რომ აიშათის ცხედარი იმ ბინაში იპოვეს, სადაც ის შეხვედრაზე წავიდა.
„ეს მოწყობილი იყო. როგორც ჩანს, ყველაფერი პირველ დღეს მოხდა. პოლიცია ორ-ოთხ დღეზე საუბრობს“, - ამბობს წყარო, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ანონიმურად დარჩენა ისურვა.
გარდაცვლილის ტელეფონი 15 ოქტომბრის საღამოდან მიუწვდომელი იყო. CivilNet-ის ინფორმაციით, იმ გოგონას გამომწერებს შორის, რომელთანაც აიშათს შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან დაახლოებული პირები არიან.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახში ძალადობის ან იძულებითი ქორწინების გამო ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდან გაქცეულ გოგოებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც დევნიან.
ამ თემაზე:
ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
ოჯახში ძალადობას გაქცეულმა დაღესტნელმა გოგონებმა თავი საქართველოს შეაფარეს
