ლაურა ავტორხანოვა, რომელიც ოჯახში ძალადობის გამო, ჩეჩნეთიდან გაიქცა და თავს საქართველოს აფარებდა, ნათესავებმა თბილისში იპოვეს. ნაცემია თავშესაფრის თანამშრომელი. ის ქალის დახმარებას ცდილობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
რამდენიმე ჩეჩენის მიერ ლაურა ავტორხანოვას გატაცების შესახებ ინფორმაცია უფლებადამცველმა ჯგუფმა „მარემმა“ გვიან ღამით გაავრცელა. მოგვიანებით ლაურამ მათ შეტყობინა, რომ ნათესავებმა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, რათა საქართველოს საზღვრის ნებაყოფლობით დატოვებისა და რუსეთში წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა.
გამთენიისას უფლებადამცველმა ჯგუფმა Telegram-ზე დაწერა, ქალმა პოლიციაში ჩვენება მისცა და პოლიციელთა შეკითხვებს უპასუხა.
„ახლა ლაურა უსაფრთხო ადგილზე მიდის. საინტერესოა, რომ პოლიცია ასევე აპირებს გაარკვიოს, თუ როგორ შეძლეს ნათესავებმა ლაურასთან ასე ახლოს მისვლა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული“, - წერს Telegram-ზე ორგანიზაცია.
„მარემის“ ინფორმაციით, ნათესავებმა საქართველოში ლაურას პოვნა აქამდეც სცადეს. ისინი ქალის მეგობრებს ემუქრებიდნენ და პოლიციას განცხადებითაც მიმართეს. მას შემდეგ, რაც ლაურა პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად მივიდა, ძებნილთა სიიდან ამოიღეს. „მარემის“ ცნობით, პოლიციაში მას დამცავი ორდერი გამოუწერეს და დაჰპირდნენ, რომ თუ მისი ნათესავები საქართველოში შემოვიდოდნენ, ამის შესახებ აცნობებდნენ.
გუშინ, 13 ივლისს, თავშესაფრის თანამშრომელმა, ლაურა ავტორხანოვა დისა და ხუთი ჩეჩენი მამაკაცის გარემოცვაში, ერთ-ერთ კაფეში იპოვა.
„გოგონამ მოახერხა ეცნობებინა, რომ იპოვეს და გეოლოკაციის შესახებ ინფორმაცია გაეგზავნა იმ ქართული თავშესაფრის თანამშრომლისთვის, სადაც ცხოვრობდა. როდესაც თანამშრომელი გეოლოკაციის გამოყენებით მეგობრებთან ერთად კაფეში მივიდა, მან ლაურა დასთან და ხუთ ჩეჩენთან ერთად იპოვა, რომლებიც თავს დაესხნენ და სცემეს. თავად ლაურა წაიყვანეს", - წერდა უფლებადამცველი ჯგუფი.
როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ჩეჩნეთში ლაურა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, ნათესავები აკონტროლებდნენ მის გადაადგილებას და გამომუშავებული თანხის მათთვის მიცემას აიძულებდნენ. გაქცევამდე ლაურამ წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ სახლიდან ნებაყოფლობით წავიდა და არ ეძებნათ.
განახლება:
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ.
„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება, ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა. ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია. მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში“, - განაცხადეს შსს-ში.
უწყების განცხადებაში არაფერია ნათქვამი ჩეჩნების მიერ თავშესაფრის წარმომადგენლის ცემის შესახებ. „მარემის“ ცნობით, თავდასხმის მსხვერპლი პოლიციის განყოფილებაში მისული იყო და განცხადება შეიტანა.
