ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ აფხაზეთს „გარკვეულ ვალდებულებებს“ აკისრებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„თუ ამ ორგანიზაციის საქმიანობა 2012 წლიდან აკრძალულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ამ რთულ პირობებში, როცა ბრძოლები მიმდინარეობს, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, შეგვიძლია, როგორც მოკავშირეებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა, დაუშვათ არამეგობრული რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციის საქმიანობა აქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე?“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას მიმართა:
„აი, ასე უნდა ვილაპარაკოთ, ინალ, მწვავე რაღაცები. დიპლომატიური ენა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყოველთვის არ არის გასაგები საზოგადოებისთვის და უბრალო ხალხისთვის. თუ მოკავშირეები ვართ, თუ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს“.
ბჟანიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა მაღალ დონეზეა, მაგრამ კიდევ უფრო მაღალზე უნდა იყოს, რადგან „ეს აფხაზი ხალხის ფუნდამენტური ინტერესია“.
რამდენიმე დღის წინ ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებენ“. მისი მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების და ფიზიკური პირების „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადება, როგორც ეს რუსეთში ხდება. ახალი კანონის მიღებას სამოქალაქო სექტორი ეწინააღმდეგება.
აფხაზეთში უკვე აიკრძალა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება. გასული წლის დეკემბერში, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა USAID/კავკასიის მისიის დირექტორი ჯონ პენელი.
