ბათუმში მშენებლობაზე დასაქმებული 17 წლის ბიჭი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 12 ივლისს მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
არასრულწლოვანი ლეონიძის 15-ში მდებარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სახურავის შეკეთებაში მონაწილეობდა, რა დროსაც ჩამოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბიჭი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბსუ-ს სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისა და სახურავის მოწყობის სამუშაოებს შპს „ალიგატორი 1“ ასრულებს. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის 330 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება აპრილში გაფორმდა.
