საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კაია კალასმა, პროსამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კითხვის პასუხად, განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოსგან განსხვავებით, არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა კაია კალასს შემდეგი კითხვით მიმართა:
„თქვენ, ევროკავშირმა, არაერთხელ განაცხადეთ, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი ევროპის ბიუროკრატიის, ევროკავშირის შესახებ რიტორიკით. ახლა იგივე ნარატივებს ვხედავთ აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში. რა არის თქვენი პასუხი ამაზე, რადგან ვაშინგტონის რიტორიკა ახლა ემთხვევა თბილისის რიტორიკას. მზად ხართ დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს ავლენს ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს თქვენს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ?“
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა განაცხადა:
„განსხვავება ისაა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო საკითხავი არ არის. ჩვენ ვიყენებთ მიდგომას, რომ არ ვაპირებთ ჩვენი მოკავშირის შიდა პოლიტიკაში ჩარევას.
როდესაც საქმე საქართველოს ეხება, მთავარი პრობლემა ის არის, რომ როდესაც ერთი მხრივ, საქართველო ამბობს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობის მხრიდან ნაბიჯები სრულიად არასწორი მიმართულებით მიდის. ასე რომ, ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ სანამ ისინი გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას, ყველა ამ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ აქვს“.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელსაც ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწერს, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სტრატეგია ევროკავშირის ქვეყნებს სიტყვის თავისუფლების ცენზურასა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობაში ადანაშაულებს.
დოკუმენტში გაკრიტიკებულია საიმიგრაციო პოლიტიკაც და ნათქვამია, რომ ევროპა „ცივილიზაციური გადაშენების“ საფრთხის წინაშე დგას.
ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ პრიორიტეტი იქნება „ევროპის ქვეყნებში ევროპის ამჟამინდელი ტრაექტორიის მიმართ წინააღმდეგობის კულტივირება“ და აღნიშნულია, რომ „პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“.
სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ ამერიკის „ძირითადი ინტერესია“ უკრაინაში ომის „ადრეულ დასრულებაზე“ მოლაპარაკებების წარმოება, სამხედრო მოქმედებების „უნებლიე ესკალაციის“ თავიდან აცილება და რუსეთთან ურთიერთობებში „სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა“.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დმიტრი პესკოვი დოკუმენტს მიესალმა, მას „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდა და თქვა, რომ ის „დიდწილად თავსებადია“ რუსეთის ხელისუფლების ხედვასთან.
