საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, შეერთებული შტატები ორიენტირებულია საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა, 20 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ, საარჩევნო რეფორმა რამდენიმე პრიორიტეტს შორის დაასახელა.
„ეს წელი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. ამას ვუკავშირებ თქვენს საარჩევნო პროცესს. მივესალმებით აქამდე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და მოგიწოდებთ, დაასრულოთ ისინი მომავალი არჩევნების წინ, გაითვალისწინოთ ვენეციის კომისიის და ODIHR-ის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა ბორელმა.
საქართველოში პარლამენტის მორიგი არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
