საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები მიესალმებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში პოლარიზაციის შემცირებაში.
„ახლა არ არის ქართველების დაყოფის დრო, ახლა ქართველების ერთად დგომის დროა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები თავიდანვე გამოხატავდნენ შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შეშფოთების გამოხატვა არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ, როდესაც ისინი შეშფოთებულები არიან და არ ნიშნავს ჩარევას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად უდგება და იღებს გადაწყვეტილებას“, - თქვა კელი დეგნანმა.
ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას საქმე თავიდანვე პრობლემური იყო.
„მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და საპატიმროდან განთავისუფლებას“, - დაწერა Twitter-ზე დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა. „ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.
ერთ-ერთი პირველი, ვინც სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო. შარლ მიშელიც მიიჩნევს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 ივნისს შეიწყალა. როგორც მან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ამით ყველა სამართლებრივი საფეხური ამოიწურა. „არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე.
ნიკა გვარამია პატიმრობაში 2022 წლის 16 მაისიდან იმყოფებოდა. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე.
ამ თემაზე:
„კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრა“ – „ოცნების“ წევრები გვარამიას შეწყალებაზე
