აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ იქნება უკანასკნელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა შორის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„თუ თქვენ ხართ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ მატარებელში, რომელიც მიემართება ჩინეთის, ირანისა და რუსეთისკენ, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი. ჯერ კიდევ არის დრო საკუთარი თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, მასში იქნებით სამუდამოდ! არც ფული, არც მოგზაურობა“, - წერს კონგრესმენი პლატფორმა X-ზე.
ჯო უილსონი ამბობს, რომ აშშ დაასანქცირებს და მისი ტერიტორიიდან გააძევებს ყველა კრიმინალის ნათესავს.
„ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან განდევნის კრიმინალების (ივანიშვილი და კომპანია) ყველა ნათესავს, ვინც თავს ესხმის თავისუფლებას. კორუმპირებული შვილები და ბიძაშვილები ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ცხოვრებით ვერ ისიამოვნებენ, ვიდრე მათი კრიმინალი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ“, - წერს უილსონი.
27 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალთვის ძირის გამოთხრის გამო“. სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ივანიშვილი სპეციალურად დასანქცირებული მოქალაქეების და ბლოკირებული პირების სიაში (SDN List) დაამატა.
ამერიკულ სანქციებს თავად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი არ გამოხმაურებია, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ „ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“.
