სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს, ვაშინგტონში, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ხელმოწერა ერევნის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
გასულ კვირაში მირზოიანმა არ უარყო სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა. „ჩვენ გვაქვს სტრატეგიული დიალოგი და შევთანხმდით, რომ მას სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიყვანთ“, - განაცხადა მინისტრმა.
სომხეთმა აშშ-სთან და ევროკავშირთან დაახლოება 2023 წლიდან დააჩქარა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს უმოქმედობაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთელი ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა.
ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ საქართველოს სულ უფრო აშორებს დასავლეთს. 2024 წლის ნოემბრის ბოლოს, აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ერთგულებას: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებასა და მიღებას მოჰყვა.
