დღეს, 12:45 საათზე, ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი რამდენიმე წუთში უკან დააბრუნეს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით განმარტეს, რომ მიიღეს ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 2 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ“, - განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში.
Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე მიფრინავდა, როდესაც უკან დაბრუნება მოუწია. აეროპორტში დაჯდომის შემდეგ მგზავრებს ბორტი დაუყოვნებლივ დაატოვებინეს.

ამ დროისთვის უცნობია, როდის შესრულდება ქუთაისი-ბარსელონას რეისი.
21 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იყო განთავსებული, რის გამოც შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. მეორე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდნენ. სამსახურის ცნობით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარსაც მიიღეს ცრუ შეტყობინებები „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ.
„ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, რომელშიც ჩართულნი არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან“, - განაცხადეს სუს-ში.
31 იანვარს, სუს-ში მოწმის სახით გამოკითხეს ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე. გამოძიების ინფორმაციით, ვარდოსანიძის ელექტრონული ფოსტიდან ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე გაიგზავნა. ვარდოსანიძემ შეტყობინების გაგზავნა უარყო და აღნიშნა, რომ მუქარის ტექსტები უცხო ენიდან Google Translate-ით იყო თარგმნილი.
