საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქართველ ხალხს მიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე, მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება. ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და მონდომებით, ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით - მოლდოვა თქვენთანაა“, - დაწერა სანდუ პლატფორმა X-ზე.
მანამდე, მაია სანდუს გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სიტყვებით - „თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა“. სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“.
„რუსეთის მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა... ჩვენს 1 000 000-იან ძლიერ დიასპორას ხელი შეეშალა და მხოლოდ 34 000-ს „დართეს ნება“, ხმა მიეცათ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 99.86%-ის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ იმარჯვებს. მას ხმების 55.3% აქვს, ხოლო მის კონკურენტს, პრორუსული პარტიის წარმომადგენელსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრ სტოიანოღლოს - 44.7%. მოქმედმა პროევროპელმა პრეზიდენტმა უპირატესობა საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოველების ხმების წყალობით მოიპოვა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველმა, სტანისლავ სეკრიერუმ კენჭისყრის დღეს რუსეთის მხრიდან საარჩევნო პროცესში „მასობრივი ჩარევის“ შესახებ განაცხადა.
