ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ ყოფილა დემოკრატიული და ის „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას თითქმის ყველგან პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ადგილას. საქართველო არ არის გამონაკლისი.
აქ, ევროკავშირში, უნდა ვიყოთ ცხადი - საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ჩვენ მას ვერ ვაღიარებთ, „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება“, - განაცხადა ევროკავშირის პარლამენტის წევრმა.
იუკნევიჩიანეს თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია და ასე დარჩება.
„ჩვენ ხელახლა უნდა შევაფასოთ, რჩება თუ არა საქართველო უვიზო სტატუსის უფლების მქონე. ჩვენ ვეღარ გავამართლებთ ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.
ამ ყველაფერს მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ გზას და ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ.
ამიერიდან ევროკავშირი ძალიან მკაფიოდ უნდა ელაპარაკოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მათი არჩევნები მოიპარა: ევროკავშირში გაწევრიანება არ არის თავსებადი ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ შემდეგ“, - თქვა რასა იუკნევიჩიანემ.
საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე, ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში 13 ნოემბერს იმსჯელეს. ამ თემაზე რეზოლუციის მიღება თვის ბოლოს არის მოსალოდნელი.
