ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრესის თავისუფლების გარეშე დემოკრატია არ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„ამ კვირას საქართველოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო. რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში არ მოდის.
ბელგია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას. არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია“, - წერია განცხადებაში.
ამ მოწოდებას „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, „კანონის უზენაესობის გარეშე დემოკრატია არ ასებობს“.
„როგორც ჩანს, შესაძლოა, მათთვის კანონის უზენაესობა სხვა ქვეყნებში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც საკუთარ ქვეყნებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამავდროულად, მან კომენტარი გააკეთა სასამართლო სხდომებზე ელჩების და საელჩოების წარმომადგენლების დასწრებასთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმეების განხილვას საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი, ასევე, გერმანიის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან რევიზორები და თუკი ისე არ მოიქცევიან, როგორც მათ სურთ - და რა სურთ, ამას საჯაროდაც ამბობენ - ამას მოჰყვება სასჯელი. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
დამოუკიდებელი ონლაიგამოცემების ხელმძღვანელი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის სამი თვიწ წინ დააკავეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა წარუდგინეს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
