ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
„საფუძვლიანი დიაგნოსტირების შემდეგ ოპერაცია ჩატარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა, პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციაში თავის მივლინებას გააგრძელებს“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში „სამუშაო ვიზიტით“ მყოფი 60 წლის ასლან ბჟანია ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ პრესსამსახური აცხადებდა, რომ წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო პრეზიდენტს უროლიტიზის გამწვავება აღენიშნებოდა.
ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია ბჟანიას შესაძლო მოწამვლის შესახებ. 2019 წელს, როდესაც ასლან ბჟანია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მისი გარემოცვის წევრები აცხადებდნენ, რომ წინასაარჩევნო მარათონიდან გამოთიშვის მიზნით ის მოწამლეს. რამდენიმე თვეში ბჟანია ისევ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა. 2020 წლის 2 მარტს ის სასწრაფოდ ჯერ სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, ხელოვნური კომის მდგომარეობაში, ვერტმფრენით კრასნოდარში გადააფრინეს. ამ შემთხვევაშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მოწამლული იყო.
