თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ მზად არიან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის „ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს და რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პატრიარქი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ილია II საავადმყოფოში მასიური სისხლდენით გადაიყვანეს
„ამ ქვეყანაში ჩიხში შესული პოლიტიკური სიტუაციის გამო, ვთანხმდებით ირაკლი კობახიძის გამოწვევას, გინდათ დებატი - აქ ვართ. აი, აქ შეკრებილი, აქ მდგომი ახალგაზრდების სახელით ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ, საკმაოდ ბევრნი ვართ და გვაქვს შეკითხვები, რომლებსაც სჭირდება პასუხები“, – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „სართულის“ თანადამფუძნებელმა, ვადო მაჭავარიანმა.
სხვა საკითხებთან ერთად, ახალგაზრდებს კითხვები აქვთ „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება იგეგმება.
„ამ განცხადებას ვაკეთებთ ადგილიდან, რომელიც სიმბოლურია 3 მიზეზით - ჩვენ ვართ ზუსტად იმ უნივერსიტეტთან, რომელსაც ანადგურებენ ამ ვითომ განათლების რეფორმით, ვართ უნივერსიტეტთან, რომელშიც წლები სწავლობდა და ასწავლიდა ამ განცხადების ადრესატი, რომელიც დღეს დამცინავად მოიხსენიებს მას და ვართ ზუსტად იმ ეზოში, სადაც ძალიან ბევრი დიდი მოძრაობა დაწყებულა.
ხომ გინდოდათ დებატები და დისკუსია - აქ მყოფი ბევრი ახალგაზრდა მზად ვართ დავსვათ კითხვები“, – აღნიშნა „სართულის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ლუკა ხიზაძემ აღნიშნა.
22 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვალდებული არიან ქართველ ხალხს „დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება“ დაუბრუნონ. იმავე განცხადებაში კობახიძემ მედიის ნაწილი მოიხსენია როგორც სრულად მარგინალიზებული, პარტიულ დანაყოფი, რომელსაც „არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან“.
მოგვიანებით დებატებისთვის პირობები დაასახელა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, „რადიკალური ოპოზიცია და მისი ტელევიზიები“ უნდა დაუბრუნდნენ „კონსტიტუციურ წესრიგს“. „მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ განვიხილოთ ამგვარ პარტიულ მედიაში ჩვენი მონაწილეობა დებატებში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა, „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თებერვლიდან, ყოველკვირეული დებატები მათ ეთერებში გაიმართება. „იმედზე“ გადაცემის წამყვანი მაგდა ანიკაშვილი იქნება, ხოლო „რუსთავი 2-ზე“ – რეზი ჭიჭინაძე.
