„ქართულმა ოცნებამ“ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო (71 მომხრე, 11 წინააღმდეგი). ახალი რეგულაციით, 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთი რეკორდულად იზრდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
აქციზის გადასახადი ძრავის მოცულობის ყოველ კუბურ სანტიმეტრზე შემდეგნაირად განისაზღვრა: 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილები - 1.5 ლარი; 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები - 4.5 ლარი.
ეს ცვლილება ნიშნავს, რომ საშუალო ძრავის მქონე ავტომობილის განბაჟება შესაძლოა 10 000 ლარზე მეტით გაძვირდეს, რაც დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ავტოპარკის განახლებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.
კანონში გაწერილია გარდამავალი პერიოდი იმ პირებისთვის, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს. რეგულაცია არ შეეხება ავტომობილს, რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოში ან მისი ტრანსპორტირება დაიწყო 2026 წლის 2 აპრილამდე. თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხდება სახმელეთო გზით ან საკუთარი სვლით, ძველი ტარიფები შენარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანა საქართველოს ტერიტორიაზე 1-ელ ივლისამდე შემოვა.
ჰიბრიდული ავტომობილებისთვის ნარჩუნდება შეღავათი - ძირითადი განაკვეთი მცირდება 60%-ით. მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის აქციზის ძირითადი განაკვეთი გასამმაგდება. მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილებისთვის აქციზის განაკვეთი ფიქსირებული 3 000 ლარი იქნება.
„ქართული ოცნებიდან“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, ცვლილების მიზანი მოძველებული ავტოპარკის განახლება და გარემოს დაცვაა: „ხანდაზმული ავტომობილები გამოირჩევა მავნე ნივთიერებების მაღალი ემისიით, საწვავის დაბალი ეფექტურობით და ტექნიკური ცვეთის მაღალი დონით. ტექნიკურად მოძველებული ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა ასევე ზრდის გარემოს დაბინძურების რისკებს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. არსებული მოდელი არ შეესაბამება სახელმწიფოს პრიორიტეტებს ავტოპარკის განახლების, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში“, - განაცხადა ხელაძემ.
ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“. მათ პარლამენტს ალტერნატიული გეგმა შესთავაზეს, რომელიც 10 წლამდე ავტომობილებისთვის ძველი ტარიფის შენარჩუნებას, ხოლო 4.5-ლარიანი გადასახადის მხოლოდ 10 წელზე ძველი მანქანებისთვის დაწესებას ითვალისწინებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ეს წინადადება უარყო.
