ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 41.62% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
თბილისში აქტივობა 42.42% შეადგინა - ხმა 437 426 მოქალაქემ მისცა, რეგიონებში კი ასეთი აქტივობაა:
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40.46% (135 863 ამომრჩეველი);
- კახეთი - 42.58% (125 558 ამომრჩეველი);
- მცხეთა-მთიანეთი - 42.86% (38 073 ამომრჩეველი);
- ქვემო ქართლი - 35.64% (142 851 ამომრჩეველი);
- შიდა ქართლი - 41.72% (98 338 ამომრჩეველი);
- სამცხე-ჯავახეთი - 43.42% (62 339 ამომრჩეველი);
- რაჭა ლეჩხუმი - 54.17% (15 765 ამომრცეველი);
- იმერეთი - 42.79% (220 771 ამომრჩეველი);
- გურია - 43.74% (45 010 ამომრჩეველი);
- აჭარა - 41.89% (13 2843 ამომრჩეველი).
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, 15:00 საათზე აქტივობა 36.45% იყო, 2016 წელს - 34.79%, ხოლო 2012 წელს - 44.99%.
დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემით ირჩევენ. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.