საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე კახეთის პოლიციამ ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავა. გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა 26 წლის ალიმ სადიგოვმა ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებული 14 წლის გოგო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ბიძის სახლში მიიყვანა. ბიძამ და ბრალდებულის ბიძაშვილმა იცოდნენ, რომ არასრულწლოვანი მოტაცებული იყო. დანაშაულის შესახებ მათ პოლიციას არ აცნობეს.
14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლეს. არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ალიმ სადიგოვია დაკავებული. საქმის მასალების თანახმად, სადიგოვმა გოგო ზაფხულში მოიტაცა. გოგო გაქცევას ცდილობდა, გაპარვა მოახერხა, სხვისი ტელეფონით დედასაც დაურეკა და უთხრა, რომ იმ კაცთან თანაცხოვრება არ უნდოდა, თუმცა დედამ და ბიძამ ლამბალოში დარჩენა აიძულეს.
აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე უკვე 5 პირია დაკავებული. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებულია ალიმ სადიგოვი, მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებული ამბობს, რომ გოგოს მოკვლა არ უნდოდა და იარაღით მხოლოდ მისი შეშინება სურდა.
რუსთავის სასამართლომ 11 ოქტომბერს დააპატიმრა მოკლული გოგოს დედა და ბიძაც. პროკურატურა მათ ქორწინების იძულებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებამდე დედა ამბობდა, რომ ალიმ სადიგოვის ეშინოდა, რადგან გოგოს წაყვანის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიების მასალების მიხედვით კი, დედას სადიგოვი სიძედ მოსწონდა, რადგან ის შეძლებული იყო.
14 წლის აითაჯ შახმაროვა კარაბულახის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ის ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში არ გამოცხადებულა, რაზედაც დირექტორს არც პოლიციისთვის და არც სოციალური სამსახურისთვის არ უცნობებია. დირექტორი დღეს გამოკითხვაზე განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიბარა, რა დროსაც ის ავად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორმა გოგოს მოტაცების შესახებ იცოდა და ფაქტი დამალა.
