11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამ პერიოდში, საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყერულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა.
„სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“, - განაცხადა პავლე გამყრელიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გომბორის გზის გახსნამდე, ავტოტრანსპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით იმოძრავებს.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე რეაბილიტაცია 33.6 კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება. პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. რეაბილიტაცია უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარი გამოიყო.
