უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გაზეთ Le Parisien-თან განაცხადა, რომ უკრაინის ჯარს ყირიმისა და დონბასის საკუთარი ძალებით დაბრუნება არ შეუძლია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
ზელენსკიმ უპასუხა გაზეთის მკითხველის შეკითხვას, ომის დასასრულებლად რა კომპრომისისთვის იქნებოდა მზად და მზად არის თუ არა, დათმოს ყირიმი ან დონბასი, დროებით მაინც.
„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დათმობა. უკრაინის კონსტიტუცია გვიკრძალავს ამის გაკეთებას. დე ფაქტო ამ ტერიტორიებს ახლა რუსები აკონტროლებენ. მათი დაბრუნების ძალა არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დიპლომატიური ზეწოლის იმედი გვქონდეს, რათა პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
მიკვირს, რატომ არის მასთან ფრთხილი დასავლეთი, რომელიც მხარს გვიჭერს? რატომ არ ვიყავითმასიურად აღჭურვილი იარაღით ომის დაწყების შემდეგ? შეიძლება თავხედი მოგეჩვენოთ, მაგრამ ისეთიშთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველას ეშინია პუტინის რუსეთის. ის დაუსჯელობით სარგებლობს. ჩვენგვჭირდება ძლიერი ამერიკა და ევროპა, რათა მოხდეს ზეწოლა პუტინზე და შეჩერდეს ეს ომი“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვას მზად არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, ზელენსკიმ უპასუხა:
„მთავარი ის არ არის, ვინ ზის მოპირდაპირე მხარეს. მნიშვნელოვანია პოზიცია, საიდანაც მოლაპარაკებას აწარმოებ. არ მგონია, რომ სუსტ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ამას ძლიერსაც ვერ ვუწოდებთ. ვიქნებით ნატოს ნაწილი? არ ვიცით. ვიქნებით თუ არა ევროკავშირის ნაწილი? დიახ, მომავალში, მაგრამ როდის? ამ პირობებში პუტინთან მაგიდასთან დაჯდომა ნიშნავს მისთვის უფლების მიცემას, გადაწყვეტილება ჩვენს ნაცვლად მიიღოს“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს არცერთ ლიდერს არ აქვს უფლება, პუტინთან მოლაპარაკება უკრაინის გარეშე აწარმოოს.
„ჩვენ ეს მანდატი არასოდეს არავისთვის გადაგვიცია. ჩვენ მსხვერპლი ვართ. უსამართლობა იქნება, თუ ყველა ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტს, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ფრანგებმა საფრანგეთში, იტალიელებმა იტალიაში ან ამერიკელებმა აშშ-ში იციან რა უნდათ საკუთარი თავისთვის. ასე არიან უკრაინელებიც“, - აღნიშნა უკრანის პრეზიდენტმა.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა თითქმის სამი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს განახორციელა და ომი დაიწყო.
