უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, ოთხწლიანი ომის დროს ბრძოლის ველზე დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 55 000-ს შეადგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 3 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 4 რა სიმპტომები აქვს გრიპის ყველაზე გავრცელებულ ტიპს, „ჰონგ კონგის“ ვირუსს
- 5 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 6 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
„უკრაინაში, ბრძოლის ველზე დაღუპული ჯარისკაცების ოფიციალური რაოდენობა - როგორც პროფესიონალი, ასევე წვევამდელი 55 000-ია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ დაღუპულთა გარდა, ოფიციალურად დაკარგულად მიჩნეული „დიდი რაოდენობით ადამიანებიც“ არიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა დაახლოებით 1 243 070 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინული მხარე საკუთარ დანაკარგებთან დაკავშირებით ინფორმაციას იშვიათად ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის სამხედრო გზით დაპყრობა სურს, ორი წლის განმავლობაში კიდევ 800 000 ჯარისკაცის გაწირვა მოუწევს.
ეს განცხადებები უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის ფონზე გაკეთდა. მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხად უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიის, დონბასის სტატუსი რჩება.
ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ ამერიკის პრეზიდენტის როლი გადამწყვეტია. „პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია“, - განაცხადა მან.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანგარიშში ნათქვამია, რომ ომის შედეგად, 2022 წლის 21 თებერვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, დაღუპული, დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელი სამხედროების რიცხვი დაახლოებით 500 000-დან 600 000-მდე მერყეობს. აქედან 100 000-დან 140 000-მდე დაღუპულია. ამავე ანგარიშის მიხედვით, რუსეთის დანაკარგები 1.2 მილიონს შეადგენს, მათ შორის 275 000-დან 325 000-მდე ადამიანი ბრძოლის ველზე დაიღუპა.
