„მე პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია. ის არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია, ეს ქვეყანა კი ჩვენი მეგობარია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად ზელენსკისთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შეფასებისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
მისივე თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია მეგობრული ურთიერთობების აღდგენით: „რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და ისინი დაგროვდა, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს პროცესი ხელისუფლებებს შორის კავშირებზეც აისახოს.
ყველა გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეიძლება გადაიდგას. ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელს ხალხს, რომელიც დღეს ურთულეს მდგომარეობაშია. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ყველანაირად ვართ დაინტერესებულები, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორ ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას.
გუშინდელ საუბართან დაკავშირებით დეტალებს ვერ ვიტყვი. პრობლემები, რაც იყო, რჩება - არც ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის საკითხი წასულა სადმე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა და არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება. თუმცა, გუშინ არსებითად მეგობრულ საუბარზე ვიყავით კონცენტრირებულები და სიღრმეებში არ შევსულვართ. მომავალზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა 4 მაისს, ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შედგა. ეს მხარეებს შორის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრაა.
თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები 2022 წლის შემდეგ უკიდურესად დაძაბულია. „ქართული ოცნების“ ლიდერები წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ უკრაინას საქართველოს „ომში ჩართვა“ სურს. თავის მხრივ, უკრაინის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და კიდევ 17 მაღალჩინოსანი.
გარდა ამისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიისთვის უკრაინის ტრაგედიის ამსახველი კადრები გამოიყენა. საქართველოს ქუჩებში გამოჩნდა ბანერები ლოზუნგით - „არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“, სადაც ერთ მხარეს რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინის ქალაქების შავ-თეთრი ფოტოებია ასახული, მეორე მხარეს კი - ფერადი კადრები საქართველოდან.
