უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების წლისთავს ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 15 წლისთავზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველი ხალხის და მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხოლოდ უკრაინული და ქართული მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება არის ის, რაც ევროპასა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს“, - წერს Twitter-ზე ზელენსკი.
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა. ამ დღეს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. ომი რამდენიმე დღე გაგრძელდა, ვიდრე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
