ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და ხელისუფლების კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
ვერტმფრენი 19 მაისს, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აზერბაჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. მანამდე, პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფებოდნენ, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, კაშხლის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ქალაქ თავრიზისკენ მიფრინავდნენ. პრეზიდენტ რაისის კოლონაში სულ სამი ვერტმფრენი შედიოდა, დანარჩენმა ორმა „უვნებლად მიაღწია დანიშნულების ადგილს“.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, თურქეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა სითბოს წყარო დააფიქსირეს და ვერტმფრენის შესაძლო ადგილმდებარეობის კოორდინატები ირანის ხელისუფლებას გაუზიარეს. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ვერტმფრენი სრულად დამწვარი დახვდათ.
ქვეყნის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ბორტზე კიდევ 7 ადამიანი იყო. ავიაკატასტროფას ყველა ემსხვერპლა, მათ შორის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ეკიპაჟის წევრებიც.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის - ვერსიებს შორის განიხილება როგორც ცუდი ამინდი, ისე ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა.
63 წლის ებრაჰიმ რაისი ირანის ისლამური რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტად 2021 წლის ივნისში აირჩიეს. რაისი, როგორც პრეზიდენტი, გავლენით მეორე პირი იყო უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემდეგ.
ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, უზენაესი ლიდერის თანხმობით, მის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ახალი პრეზიდენტის არჩევნები მაქსიმუმ 50 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
