„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე 36 წლის ყოფილი ძიუდოისტი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 2 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
პარტიის ინფორმაციით, ახალი თავმჯდომარე დღეს სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა „ერთხმად აირჩიეს“ .
„რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და დაფასებაა. ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამომიცხადა, უდიდეს პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესაბაზე ფიქრი, უნდა დავუბრუნოთ ის უდიდესი ენერგია, გამოვიყენოთ ის უმნიშველოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ „ქართულ ოცნებაში“ და საკუთარი უნარების გამოვლენის საშუალება მივცეთ“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.
„მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა პროსამთავრობო მედიასთან.
ვარლამ ლიპარტელიანმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ჩაანაცვლა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ჩაკვეტაძეც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრია.
