ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, საქართველოში არსებული სიტუაციით ძალიან შეშფოთებული არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ვალტონენმა ამის შესახებ ბრიუსელში განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს განიხილავენ.
„საქართველოში არსებულ სიტუაციას ვაკვირდებოდით ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში. ქართველ ხალხს სურს ჰქონდეს სხვა ბედი, ვიდრე ის, რასაც ამჟამად მთავრობა მიჰყვება. ამას ვამბობ როგორც წლევანდელი წლის ეუთოს თავმჯდომარეც. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ არსებული სიტუაციით“, - განაცხადა ვალტონენმა.
შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ახალი არჩევნები არის გამოსავალი არსებული ჩიხიდან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა:
„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში არის ძალიან კარგი ინიციატივა ქართველი ხალხისთვის, მოითხოვოს ახალი არჩევნები“.
დღეს, 24 თებერვალს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან. შეხვედრას უძღვება კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოში განვითარებული მოვლენები „საკმაოდ შემაშფოთებელია“ და იმსჯელებენ, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება.
კალასის თქმით, წარდგენილი აქვთ სანქციების დაწესება მათთვის, ვინც რეალურად იყენებს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, თუმცა, აქამდე ვერ დაარწმუნეს ორი ევროპული ქვეყანა [უნგრეთი და სლოვაკეთი], მათ დათანხმდნენ. „ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას“, - აღნიშნა კაია კალასმა.
