რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები უკრაინისთვის „ძალიან ახლოს“ უნდა იყოს ნატოში გაწევრიანებასთან. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინას მოვთხოვოთ სერიოზულად განიხილოს ტერიტორიული დათმობები, თუ ის არ მიიღებს რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოსგან, რომ სულ მცირე დანარჩენი ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება“, - ციტირებს Deutsche Welle იოჰან ვადეფულის განცხადებას.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გარანტიები რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის.
„ეს შეიძლება ყოფილიყო საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ, ევროპაში, საბოლოოდ კვლავ ვიპოვოთ სიმშვიდე“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.
იოჰან ვადეფული მიიჩნევს, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცენ არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებმა, არამედ სხვა სახელმწიფოებმაც, კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით 30 სახელმწიფომ, მათ შორის იაპონიამ, გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას.
გერმანელმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება არ უნდა გადაიქცეს „დიქტატორულ მშვიდობად“ უკრაინის საზიანოდ.
უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიების მიღება სურს. რუსეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერ სცენარს, რომელიც უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას გულისხმობს.
ამ თემაზე:
გერმანიის კანცლერმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის 4 ძირითად გზავნილზე ისაუბრა
