საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაურის ერთ-ერთ მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა და უვადოდ არჩეული მოსამართლე იყო. ცოტა ხნის წინ თადუმაძეს ლიეტუვამ სავიზო სანქცია დაუწესა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
2012-2018 წლებში შალვა თადუმაძე მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო, 2018 წელს კი - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 2018-2019 წლებში ის საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
მართალია, შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა, მისი უმაღლესი განათლების საკითხი სადავოა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დადასტურდა.
ამ მოცემულობით ვახტანგ გომელაურს ხუთი მოადგილე ჰყავს - შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე და შალვა თადუმაძე. 28 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი დარბევის შემდეგ ყველა მათგანი სხვადასხვა ქვეყნის სანქციას დაექვემდებარა. ვახტანგ გომელაურსა და ალექსანდრე დარახველიძეს, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ეკონომიკური და სავიზო სანქციები დაადო გაერთიანებულმა სამეფომ.
გომელაური და მისი ოთხი მოადგილე - შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი სანქცირებულები არიან ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერაც.
სანქციების საპასუხოდ საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დააწინაურა და განაცხადა, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენზე წარადგენს. გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს, მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაუროს სანქციებით წარმოშობილი „ფინანსური დანაკლისი“.
