2023 წლის 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში, მერი ლოულორი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
სპეციალური მომხსენებელი შეხვდება სამთავრობო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და უფლებადამცველებს; ასევე, ადვოკატებს, ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებსა და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს. სპეციალური მომხსენებელი შეხვედრებს გამართავს გაეროს ეროვნულ გუნდთან და ქვეყანაში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსთან.
ვიზიტის დროს ლოულორი შეაფასებს კანონებს, პოლიტიკას და პრაქტიკულ ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენენ უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოზე.
ვიზიტი მთავრობის მოწვევით იმართება.
7 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სპეციალური მომხსენებელი პრესკონფერენციას გამართავს.
ექსპერტი თავის ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.
მერი ლოულორი (ირლანდია) ადამიანის უფლებათა საბჭომ 2020 წელს დანიშნა სპეციალურ მომხსენებლად უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში.
