უნგრეთის მთავრობამ შეცვალა სამთავრობო დადგენილება, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევდა, ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურით დაესაქმებინათ. შედეგად, ამ სამი ქვეყნისთვის მუშახელის მასობრივი მოზიდვის შეღავათიანი მექანიზმი უქმდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან უნგრეთში და აქვთ სამუშაო ნებართვა, მისი გახანგრძლივების უფლება უნარჩუნდებათ. უკვე წარდგენილი განაცხადები ჩვეულ რეჟიმში განიხილება. შრომის სააგენტოები ვეღარ გამოიყენებენ დაჩქარებულ პროცედურას ამ სამი ქვეყნიდან მუშახელის მასობრივი შემოყვანისთვის.
მთავრობის პრესსპიკერის, ვანდა შონდის განმარტებით, რეგულაციის გამკაცრების მიზანი ადგილობრივი შრომითი ბაზრის დაცვაა. მთავრობა მიიჩნევს, რომ მესამე ქვეყნებიდან ჩასული მუშახელი დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობას თანხმდება, რაც უნგრელი დასაქმებულებისთვის კონკურენციას ართულებს.
პრესსპიკერის თქმით, უნგრეთში უცხოელთა დასაქმება სხვადასხვა უწყებაში გაფანტული 24 სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით იყო დაშვებული, რამაც სისტემური გაურკვევლობა შექმნა. შედეგად, სახელმწიფოს არ გააჩნია ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი უცხოელი მუშაობს რეალურად ქვეყანაში.
„სიტუაცია რთულია და ერთ დღეში ვერ მოგვარდება, თუმცა ვიწყებთ პირველ ნაბიჯებს სისტემური ქაოსის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა შონდიმ.
მთავრობის წარმომადგენლის თქმით, შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული წესების გადახედვა და გამკაცრება მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დაპირება იყო.
უნგრეთს დღეს პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია „ტისა“ მართავს, რომელმაც 12 აპრილის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მემარჯვენე ლიდერის, ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა.
საქართველოს მოქალაქეებს უნგრეთში გამარტივებული პროცედურებით დასაქმების შესაძლებლობა 2022 წლის სექტემბრიდან ჰქონდათ ისეთ დეფიციტურ პროფესიებზე, როგორიცაა მძღოლი, მშენებელი, მექანიკოსი, ელექტრიკოსი, IT სპეციალისტი, მედდა და სხვა. პროგრამა 3 თვიდან 5 წლამდე ვადით ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლეოდა.
