უნგრეთი მზად არის, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს ვეტო მოხსნას, თუ ევროკავშირი თავის ფონდებში უნგრეთისთვის დაბლოკილ დაახლოებით 30 მილიარდ ევროს განბლოკავს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
ბალაშ ორბანმა გამოცემა Bloomberg-თან ეს განცხადება გააკეთა იმ დროს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სავარაუდოდ დასთანხმდება 10 მილიარდი ევროს განბლოკვას უნგრეთში სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების შესახებ კანონების მიღების შემდეგ. თუმცა, უნგრეთი სრულ თანხას ითხოვს.
ევროკავშირმა უნგრეთს 30 მილიარდი ევრო ჯერ კიდევ 2022 წელს გაუყინა, ქვეყანაში კანონის უზენაესობის და კორუფციის პრობლემების გამო.
ბალაშ ორბანის თქმით, უნგრეთის დაფინანსება და უკრაინის დაფინანსება ორი სხვადასხვა რამ არის. ამასთნ, მან დაამატა, რომ თუ ბრიუსელი დაჟინებით მოითხოვს, უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის განახლებული ბიუჯეტიდან გამოიყოს, მაშინ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული ხდება.
ივნისში ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, უკრაინისთვის სპეციალური მექანიზმი შეიქმნას, რომელიც 2027 წლამდე 50 მილიარდ ევრომდე გრანტებსა და სესხებს გასცემს. უნგრეთმა ინიციატივას ვეტო დაადო და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დახმარების პაკეტის გაყოფა შესთავაზა.
უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელიც რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის დაბლოკვას რეგულარულად ცდილობს. ნოემბერში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი წერილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წერდა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს სამიტზე, რომელიც 14-15 დეკემბერს გაიმართება, უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი არ განიხილონ. გარდა ამისა, ორბანი აღნიშნავდა, რომ სამიტის დღის წესრიგში უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხის შეტანის წინააღმდეგი იყო.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ორბანის პოზიცია რისკის ქვეშ აყენებს მთლიანად გაფართოების პაკეტს, მათ შორის, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
