მოსკოვის სასამართლომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს, გურამ (გუგა) ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
პროკურატურის განცხადებით, 48 წლის ბერუაშვილი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის მუხლებით, რომელიც ეხება შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული პირის მონაწილეობას, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდას, ტერორისტულ თავდასხმას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის უკანონო გადაზიდვას, ტარებასა და შენახვას.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2024 წლის აგვისტოში, გურამ ბერუაშვილი „კალაშნიკოვის ავტომატითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული, კურსკის ოლქში შევიდა, სადაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კანონიერ საქმიანობას“.
როგორც პროკურატურა აცხადებს, 28-წლიანი სასჯელიდან, ბერუაშვილმა პირველი რვა წელი ციხეში, ხოლო დარჩენილი დრო მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში უნდა მოიხადოს.
გურამ (გუგა) ბერუაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი სერჟანტია. ის რუსეთ-საქართველოს ომების მონაწილეა 1992-93 და 2008 წლებში. აფხაზეთის ომში ბერუაშვილი 16 წლის იყო. 2025 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა გურამ (გუგა) ბერუაშვილი წმინდა გიორგის მედლით დააჯილდოვა.
